Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეცხრე, დასკვნითი დღე

   კურსის დასკვნით შეხვედრაზე მოვახდინეთ  სასწავლო კურსის შეჯამება. გავიმეორეთ, მასალის დრაივიდან ბლოგში გადატანა.
   ჯგუფის წევრებმა მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი იდეები.
   მოსწავლის ბლოგში შევქმენით გამოკითხვის გაჯეტი, სადაც დავსვით ჩვენთვის მისაღები შეკითხვები და სავარაუდო პასუხები, რის შემდეგაც ეს გამოკითხვა ავამოქმედეთ.
   სასწავლო კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა, ვფიქრობ, სწავლის პროცესში დიდ გავლენას იქონიებს ჩემს განვითარებაზე, როგორც სწავლების, ასევე პროექტების გაკეთების დროს. ამ კურსმა სტიმული მომცა, უფრო აქტიურად ჩავერთო პროექტებში და მოსწავლეებს სწორი და მიზანმიმართული დავალებები მივცე მუშაობის პროცესში. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მეტნაკლებად თეორიულად მზად ვარ განვახორციელო სწავლა პროექტებით.
   

   ჩვენს მიერ განვლილი ყოველი შეხვედრა, ძალიან საინტერესო და ბევღი სიახლის მომცემი იყო. რაც შეეხება მასალას, რომელიც ქალბატონი ქეთის მიერ იყო მოწოდებული, პირადად ჩემთვის ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თითოეული შესასრულებელი სამუშაო, ზედმიწევნით დაწვრილებით იყო ახსნილი და არ მრჩებოდა პასუხგაუცემელი არცერთი შეკითხვა.
   თითოეული შეხვედრისთვის უღრმეს მადლობას გიხდით ქალბატონო ქეთი. ვფიქრობ, ჩვენც არ გაგიცრუეთ მოლოდინები და საუკეთესო თუ არა, კარგი მოსწავლეები ვიყავით. 
   

ქალბატონო ქეთი გისურვაბთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში...


Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა,სასწავლო გეგმაში შევხედეთ ჩვენს მიერ შევსებულ სასწავლო პროცედურებს და შევიტანეთ კორექტივა. საბოლოო ვარიანტი შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
  დავამუშავეთ მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. აქტივობა 1:ფასილიტაციის რესურსების შექმნა. ამ მოდულით  ვისწავლეთ, როგორ მივცეთ მოსწავლეებს მიმართულება პროექტში მუშაობისას 21- საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
  შევქმენით ფასილიტაციის სლაიდი, რომელსაც მოვუმზადებთ მოსწავლეებს.
დოკუმენტებს მივანიჭეთ სახელები. ასევე ვისწავლეთ drive-ში მუშაობა, სადაც ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე.  მადლობთ საინტერესო შეხვედრისთვის


Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

   დასაწყისში გავიმეორეთ წინა მასალა. გავხსენით ჩვენი საქაღალდე და დეტალურად გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი. საჭიროების მიხედვით მოვახდინეთ კორექტირება და შევინახეთ შესწორებული მასალა.
   გავარჩიეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
   დავამუშავეთ აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. Word-ის ფურცელში დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული დავალებები დონეების მიხედვით.
   სასწავლო პროექტის გეგმაში დაწვრილებით დავწერეთ სასწავლო პროცედურები ეტაპობრივად და შენახული მასალა გადავიგზავნეთ საკუთარ ელ. მისამართზე.
   როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. უღრმესი მადლობა

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

     გავიმეორეთ ბლოგის ნახვა,შესწორება, წაშლა და შენახვა. layout-ში ვიმუშავეთ გაჯეტებზე და მასში ფოტოების ჩასმაზე.    power point-ში გავაკეთეთ სლაიდი, ჩავსვით ცხრილი, დიაგრამა, ასოციაციური კავშირები, სურათები და შევასრულეთ  სხვადასხვა ბრძანებები.
    დავამუშავეთ მოდული 5- მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
    მოსწავლის  სლაიდში ჩავსვით პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და შევარჩიეთ სხვადასხვანაირი ფორმები.
    სახელმძღვანელოში  დავათვალიერეთ გეგმები და  სასწავლო პროცედურები.
    მოვისმინეთ შეფასების რუბრიკები და რამოდენიმე ნიმუში მოვათავსეთ ჩვენი შეფასებების საქაღალდეში.
    მადლობას გიხდით საინტერესო შეხვედრისთვის
     

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

     შეხვედრა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. დავამუშავეთ მოდული 3: კავშირები. ამ მოდულით მოსწავლეებს ვეხმარებით ინტერნეტში მოსაძიებელი მასალის მოპოვებაში.
     ვისწავლეთ  ნაბიჯი 2:წყაროს ციტირება, შევავსეთ APA შაბლონი და შევინახეთ საავტორო უფლებებში.
     ვისწავლეთ, როგორ დავათვალიეროთ კოლეგების ბლოგები და როგორ დავუწეროთ კომენტარები.
     ვიმუშავეთ  მოსწავლის ბლოგში, ფონის შერჩევა-შეცვლა. ასევე, შემთხვევით წაშლილი ბლოგის აღდგენა. გავეცანით გაჯეტს
     მადლობთ დღევანდელი დღისათვის

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

     გავიმეორეთ ის მასალა, რაც წინა შეხვედრაზე შევისწავლეთ და მოვახდინეთ შესწორება  ჩანაწერებში.
     გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და განვიხილეთ თითოეული.
     შევისწავლეთ პროექტზე მუშაობის პროცესში დროში გაწერილი შეფასების გეგმა და მოვახდინეთ ჩვენი გემის შევსება. გავაკეთეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის სლაიდი, შევავსეთ  და შევინახეთ საკუთარ ფაილში.
      დღევანდელი შეხვედრა კვლავ საინტერესო იყო ჩემთვის. გმადლობთ ქალბატონო ქეთი.

Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მესამე დღე

      შეხვედრა დაიწყო გავლილი მასალის გამეორებით. განვიხილეთ word-ის ქართული ვარიანტი და პრაქტიკულად შევასრულეთ სხვადასხვა სამუშაოები.
      ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე კერძოდ, II მოდულის I აქტივობაზე. ამ მოდულში ვისწავლეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვა,სტანდარტული გეგმის დადგენა, შემდეგ მიზნების განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.
       ძალიან საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვანი მასალა შევისწავლე, რისთვისაც მადლობას გიხდით ქალბატონო ქეთი.